geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჩარიცხვა მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე 2026-2027 ს/წ შემოდგომის სემესტრში

თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

 

ა) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისთვის – უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში – ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2026 წლის კურსდამთავრებულთათვის – ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;

გ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის – "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

დ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (საჭიროებისა და ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი);

ვ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ფოტოსურათი (3X4) –  2 ცალი;

თ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

 

დოკუმენტები (შესაბამისი წესით დამოწმებული) მატერიალურად უნდა წარმოადგინოთ თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 18 და 21 სექტემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე, I კორპუსის 208-ე ოთახში.

 

რეგისტრაციის პროცესში წარმოშობილი დაბრკოლების/სირთულის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ფაკულტეტის ადმინისტრაციას.

 

საკონტაქტო პირები: ekaterine.andghuladze@tsu.ge          tinatin.cholokashvili@tsu.ge

ტელ.:  2 25 04 84 (შიდა 1734 ).

 

წარმატებებს  გისურვებთ!

 

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაცია

თარიღი: 17/09/2026